,,ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, რომელშიც ხელისუფლება, რასაკვირველია, არ ერევა“ - პრემიერმა ესტონეთში რ2-ზეც ისაუბრა
პოლიტიკა - 20:35, 02 Nov, 2015     1387
ორმხრივი შეხვედრისა და ოქმზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოების თემები- ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრის დეტალები შეაჯამეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტაავი რიივასს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, ვიზების ლიბერალიზაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

“ლიბერალური სავიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და მისი ევროპული არჩევნის ურყევი მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და გატარებული რეფორმების ესოდენ სასურველი რეალური შედეგი,”-აღნიშნა პრემიერმა.

მანვე საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის თავისუფლების კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ პირველია რეგიონში. პრემიერ-მინისტრმა ქართულ კანონმდებლობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია 10 დღის ვადაში ტელევიზიის გახსნა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მიზანია მედიათავისუფლების შენარჩუნება. რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის შესახებ არსებულ დავას, პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, რომელშიც ხელისუფლება, რასაკვირველია, არ ერევა.

“ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ საქართველოში არავინ იდგება კანონზე მაღლა. ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია და ეს არის ევროკავშირის მთავარი ღირებულება, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ესტონეთისა და საქართველოს შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს და საქართველოს ევროპულ მომავალს გაუსვა ხაზი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უნდა შეფასდეს ობიექტურად, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42