,,ესტონეთი იყო და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად“ - პრემიერი
პოლიტიკა - 20:32, 02 Nov, 2015     953
,,ესტონეთი იყო და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის პროცესებში“ -ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

ესტონეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ესტონელმა კოლეგამ საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.

ტაავი რიივასმა ირაკლი ღარიბაშვილს რეზიდენცია დაათვალიერებინა და აივნიდან ძველი ქალაქის ხედებიც აჩვენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს. აღინიშნა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მეგობრულ, საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე დაფუძნებულ მჭიდრო ურთიერთობებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ესტონელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.

საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზებს. შეხვედრაზე აღინიშნა ესტონეთის მდიდარი გამოცდილება ელექტრონული მმართველობისა და ინოვაციების სფეროებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტაავი რიივასს 2016-2018 წლებში(ორი წლის ვადით) საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით გამოხატული მხარდაჭერისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42