ამის შესახებ კალაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად ენერგეტიკის მინისტრის მიერ "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს გელა დუმბაძე დადებითად არ აფასებს.
"არაერთხელ აღვნიშნე და თქვენც ესწრებოდით იმ პრეზენტაციას, რომელიც წარმოვადგინე თუ რა ურთიერთობები იყო წლების განმავლობაში და რა მოცულობის გაზს ვიღებდით. მან ალბათ უფრო მეტად უნდა წაიკითხოს ის განცხადებები, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტროსა და კონკრეტულად მინისტრის მხრიდან იყო გაკეთებული და კითხვა არ დარჩება. "გაზპრომთან" მოლაპარაკებები დასრულებული არ არის და შემდეგი შეხვედრაც შედგება. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა ფასად შეძლებენ კომერციული კომპანიეიბი გაზის შეძენას „გაზპრომიდან“. გიჟი არავინ არ არის, იმაზე ძვირიანი გაზი შემოიტანოს, ვიდრე დღეს გვაქვს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






