მართველი გუნდის პროექტი ისევ არაკონსტიტუციურია - NGO-ები საარჩევნო სისტემის რეფორმაზე
პოლიტიკა - 16:11, 02 Nov, 2015     741
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე შეხვედრა გამართა და მაჟორიტარული ოლქების დაყოფის მოდელის პრეზენტაცია წარმოადგინა.

პროექტის მიხედვით, მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით არაფერი იცვლება.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან იგივე შენიშვნები აქვთ და ამბობენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020 წელს, არამედ 2016 წელს უნდა მოხდეს.

მათი თქმით, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული პროექტი არაკონსტიტუციურ შინაარს ინარჩუნებს.

„უფრო სწორი იქნება თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ მომავალ არჩევბამდე და არა მომავალი არჩევნების შემდეგ. დიდი ალბათობით საკონსტიტუციო ცვლილება მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს პარლამენტში რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებზეც ის საარჩევნო სისტემა გვექნება, რაზეც თანხმდება ყველა მხარე, რომ უსამართლოა“, - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისთვის“ აღამსარულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯაიამ.

არასამთავრობოების მოსაზრებას არ იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მოდელი საერთაშორისო პრაქტიკასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაშია.

„აქ იყო წარმოდგენილი ის მოდელი, თუ რომელ ოლქებში არის საჭირო კორექტივების შეტანა, მუნიციპალიტეტების დონეზე, სად რომელი მუნიციპალიტეტი შეიძლება გაერთიანდეს საარჩევნო ოლქის მიზნებისთვის და ასე შემდეგ. აგრეთვე, მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერის შემოღება, როგორც სავალდებულო ზღურბლი წარმატებისთვის, აგრეთვე, სხვა ტექნიკური საკითხები. ამ თემაზე მსჯელობა გრძელდება, იქნება შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ჩვენ წინა კვირას გვქონდა შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ კანონპროექტის სახეს მიიღებს ალბათ, ეს კონცენფცია. შემდეგ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და გაივლის ყველა სხვა პროცედურას. ასე რომ, ჩვენ გვინდა, დავიცვათ ის პირობა, რომ წლის ბოლომდე ამ საკითხში იყოს შეტანილი სიცხადე საკანონმდებლო დონეზეც“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42