ამის შესახებ მატვიენკომ სომხურ სააგენტო "ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, საკმარისია თუ არა მოსკოვის ძალისხმევა ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების თვალსაზრისით, მატვიენკომ განაცხადა, რომ ორივე მხარე გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.
"რბილად რომ ვთქვათ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არც თუ ისე კარგია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველაზე დაბალი წერტილი გადალახულია. როგორც ქართული, ისე რუსული მხარე დგამს ნაბიჯებს, რომელიც სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგის, კავშირების აღდგენასა და განვითარებისკენ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისკენ არის მიმართული. ასე, რომ ჩვენ ვმუშაობთ სავაჭრო ურთიერთობის, სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენაზე, ხელს ვუწყობთ ტურიზმისა და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას. ჩვენ, რუსი დეპუტატები ამ პროცესს ხელს ვუწყობთ. ვიმედოვნებ, რომ კავკასიაში საინტეგრაციო პროცესების განვითარებაში სომხეთიც აქტიურად ჩაერთვება“- განაცხადა მატვიენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






