"დემოკრატიული ქვეყნის ძირითადი არსი ის არის, რომ ის რაც არის სადაო, რაც უკავშირდება გარკვეულ პრობლემებს, ის რაც ვერ გაარკვია ორმა მხარემ ერთმანეთში, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ნორმა დროებით შესაჩერებელია, ვენდობი თუ არა სხვა საკითხია, მე პატივს ვცემ საქართველოს მართლმსაჯულებას", - აღნიშნა ანი მიროტაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ტელეკომპანიის ადვოკატებმა სარჩელით 26 ოქტმბერს მიმართეს.
ტელეკომპანიის უფლებადამცველები იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.
რუსთავი 2 -ის იურისტები ფიქრობენ, რომ საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლებთან, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება კონსტიტუციურად მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ.
მასალის გამოყენების პირობები






