"საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ვშიშობ, ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე, ბანკებზე, რომლებსაც აღარ შეეძლებათ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციონ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე, ზოგადად ტრანზაქციებისთვის და კერძო სექტორისთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებით, თუ ამ გადაწყვეტილების გარეშე, რუსთავი 2 იყო, არის და იქნება ჩვენთან ერთად. აქედან გამომდინარე, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერაფერს ცვლის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ტელეკომპანიის ადვოკატებმა სარჩელით 26 ოქტმბერს მიმართეს.
ტელეკომპანიის უფლებადამცველები იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.
რუსთავი 2 -ის იურისტები ფიქრობენ, რომ საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლებთან, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება კონსტიტუციურად მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ.
მასალის გამოყენების პირობები






