„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მადლობას უხდის.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გვარამიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ ქართული დემოკრატია გადაარჩინა.
„ივანიშვილის მთავარი ამოცანა იყო, რომ „რუსთავი 2“-ის რეიდერული აღება განეხორციელებინა. ეს ვერ შედგა. ჩვენ გავქვს დრო და რესურსი, რომ კომპანიისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა, საქართველოს ტელემაყურებელს სიმართლის ხმა შევუნარჩუნეთ. ამიერიდან ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. სამართლებრივად ომი როგორ შეგვიძლია ხელისუფლებასთან, ეს ნახა საზოგადოება. მთელი სახელმწიფო აპარატი ჩვენს წინააღდეგაა, მაგრამ ივანიშვილს მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენეთ და ქართული დემოკრატია გადავარჩინეთ. საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა საკონსტიტუციო სასამართლომ თავის თავზე აიღო და ამისთვის მინდა მათ მადლობა ვუთხრა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ არც ერთი წამით არ შევწყვეტთ წინააღმდეგობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ძალაში და „რუსთავი 2“ კვლავ ქართველ მაყურებელს ეკუთვნოდეს“, - განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






