„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ნორმა, რომლითაც რუსთავი 2-ის დაყაჩაღება ხდება, არაკონსტიტუციურია. ვინაიდან საკონსტიტუციომ ეს წარმოებაში მიიღო, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ რუსთავი 2-ს ვერავის წაართმევენ, ვერც კოლექტივს და ვერც მეპატრონეებს და კიდევ ერთხელ გაშიშვლდებიან ის ადამიანები, ქიბარ ხალვაში, ბიძინა ივანიშვილი, ვისი ხელითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ვითომდა რაღაც დავის წარმოებას,“-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ტელეკომპანიის ადვოკატებმა სარჩელით 26 ოქტმბერს მიმართეს.
ტელეკომპანიის უფლებადამცველები იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.
რუსთავი 2 -ის იურისტები ფიქრობენ, რომ საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლებთან, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება კონსტიტუციურად მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ.
მასალის გამოყენების პირობები






