გვარამიამ ტელეკომპანია „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიედ გამოდიან იმ დანაშაულებრივი შეთანხების გამტარები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და რუსულ სპეცსამსახურებს შორის არსებობს.
„ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ და მთავრობის მარცხმა სრულიად ისტერიკაში ჩააგდო ხელისუფლება. უკიდურესად სამარახვინო საქციელი გვაქვს სახეზე. ხელისუფლება ღიად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან. საიტი რომელზე ეს ქვეყნდება, არის ფე-ეს-ბეს მოპოვებლი და ხელისუფლებას ეს ჩანაწერები რუსული სპეცსამსახურებისგან აქვს. ეს არის ქვეყნის ღალატი და ჩემი უფლებების დარღვევა. ტელევიზიები „იმედი“ და "პირველი არხი" ნებსით თუ უნებლიდ დღეს გამოდიან ამ დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები. ჩატარდება გამოძიება, რომელიც დაადგენს კავშირს ფე-ეს-ბესა და საქართველოს ხლეისუფლებას შორის. დაიკითხება ორივე არხის კომპეტენური პირები, თუ საიდან იცოდნენ მათ ამ მასალების ატვირთამდე ეს ინფორმაცია. როგორ დაიწყეს კომენტარების ჩაწერა მანამდე, სანამ ინფორმაცია გამოქვყნდებოდა. როგორ გაუშვეს მყისიერად ეს ინფორმაცია, როგორც კი აიტვირთა და ვინ იყო თანამდებობის ის პირი, რომელმაც მათ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, - ამბობს გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






