საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 15:30, 02 Nov, 2015     712
იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. საბჭომ მომდევნო სხდომის სამოქმედო გეგმა დასახა, რომელიც 19 ნოემბერს შედგება. ამ დღეს იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატს წარუდგენს.

„კონსულტაციები იუსტიციის მინისტრსა და აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაგრძელდება 13 ნოემბრამდე; 19 ნოემბერს, 11 საათზე კი, საბჭო ისევ შეიკრიბება და სამი პირისგან შემდგარ სიას განიხილავს, უყრის კენჭს და რომელი კანდიდატიც მიიღებს უფრო მეტ ხმას, ის იქნება წარდგენილი მთავრობის წინაშე. შევთანხმდით იმ თავისებურებებზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კენჭისყრა 19 ნოემბრის სხდომაზე. ვთქვით, რომ უნდა გვქონდეს ბიულეტენების ყუთი; დამკვირვებლებსაც მოვიწვევთ, ვისაც ამის სურვილი ექნება, მათ შორის, მედიას და 19 ნოემბრის შემდეგ მე უკვე შევძლებ, გამარჯვებული კანდიდატი წარვუდგინო მთავრობას, რომელიც, თავის მხრივ, ამ კანდიდატს ასარჩევად გადაუგზავნის პარლამენტს. როგორც იცით, სამკაციან სიაში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ჯერჯერობით ქალი კანდიდატურა შემოსული არ არის და თუ ეს ასე იქნა ბოლომდე, მაშინ მე მომიწევს თავად შევარჩიო ქალი კანდიდატი და შევიყვანო სიაში“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე იუსტიციის მინისტრთან მთავარი პროკურორის პოსტზე 3 კანდიდატურა იყო წარდგენილი: კახი კახიშვილის, ირაკლი შოთაძის და პაატა შავაძის. ამასთან, კახი კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საპროკურორო საბჭოს ფუნქცია არ არის, რომელიმე საქმეზე ჩაატაროს გამოძიება ან პროკურატურის ორგანოებს მიუთითოს, როგორ გამოიძიოს ესა თუ ის საქმე. საბჭოს აქვს უფლება, შეარჩიოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მიმდინარე პროცესი პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზაციისკენ გადადგმული პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

საპროკურორო საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან იმუშავებს. მას საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭოს მიზანი საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის, აგრეთვე, მისი ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფაა.

საპროკურორო საბჭოს ფუნქციებია: დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, დანიშნოს საგანგებო პროკურორი, წარუდგინოს პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42