„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, პრემიერის სიტყვას და გზავნილს უკრაინაში სერიოზულად არავინ მიიღებს.
როგორც დეპუტატი ამბობს, პრემიერის გზავნილი არასერიოზულია.
„საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს, რომ როდესაც იანუკოვიჩი ძალადობდა უკრაინელ ხალხზე, მაშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა იანუკოვიჩის მხარე დაიჭირა, როდესაც რუსეთი ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაშიც, ღარიბაშვილმა რუსეთის პოზიცია დაიჭირა და დაუპირისპირდა უკრაინელების რეალურ პოზოციას. ეს არის მთავრობა და ხელისუფლება, რომელმაც პრობლემები შექმნა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში უკრაინასთან და ეს არის მთავრობა და პრემიერი, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისაკენ. ამიტომ ცხადია, რომ მის სიტყვას არავინ სერიოზულად არ მიიღებს, თავად პრემიერი არის არასერიოზული და თავად არის ადამიანი, რომელიც ყველანაირად ქმნის პრობლემებს და წინაღობებს“,-განაცხადა მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






