„ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სტატია საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას არასწორად ასახავს"
პოლიტიკა - 12:26, 02 Nov, 2015     939
აშშ-ში საქართველოს ელჩის - არჩილ გეგეშიძის თქმით, 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი - „დემოკრატია ბეწვის ხიდზე“, არასწორად ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში.

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც გეგეშიძემ „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორებს გაუგზავნა.

„27 ოქტომბერს გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი „დემოკრატია ბეწვის ხიდზე“ არასწორად ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში.

2012 წელს ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. ყველა მონაცემის თანახმად, საქართველო უფრო თავისუფალი და დემოკრატიულია, ვიდრე ოდესმე. ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო პრესის 2015 წლის თავისუფლების ინდექსის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს რეიტინგმა აიწია 35 საფეხურით და დღეს ჩვენი ქვეყანა 69-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.

მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიში მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების შესახებ ხაზს უსვამს ჩვენს პროგრესს. 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა 16 საფეხურით ანგარიშვალდებულების კატეგორიაში, 19 საფეხურით - კანონის უზენაესობის მხრივ, 22 საფეხურით - პოლიტიკური სტაბილურობისა და მმართველობის ეფექტიანობის კუთხით, ასევე 23 საფეხურით - კორუფციის კონტროლის მხრივ.

რუსთავი 2-ის მფლობელებს შორის დავა მიმდინარეობს სავალალო მემკვიდრეობის ფონზე. ამ საქმის ფესვებს წარსულში მივყავართ, როცა საკუთრების უსამართლოდ მითვისება და იძულება ყოველდღიურ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოში. ამ დავის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, რომელსაც მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ დაინტერესებული საერთაშორისო არბიტრები.

სწორედ სასამართლოს გადასაწყვეტია, ვინ არის კანონიერი მფლობელი. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დემოკრატია და კონკურენტული მედიაგარემო მომავალშიც განაგრძობს განვითარების გზაზე სვლას“ - წერს გეგეშიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42