დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონელ კოლეგას ტაავი რიივასს შეხვდება.
დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან, ეიკი ნესტორთან. საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარინა კალიურანდის სახელით გამართულ სამუშაო სადილს.
ესტონეთში ვიზიტისას, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს “თბილისობისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






