რუსთავი 2-ის მფლობელების საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 11:08, 01 Nov, 2015     6478
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილის 91%-ის მფლობელების, ლევან და გია ყარამანიშვილების საგანგებო განცხადებას ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:

"ამ განცხადების გაკეთებას გვაიძულებს ის უკანონობა, უსამართლობა და ძალადობა, რომელიც ხორციელება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მიზნით. ეს ძალადობა ლოგიკური გაგრძელებაა იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება უკვე 3 წელია მიზანმიმართულად ახორციელებს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად და კრიტიკული აზრის ჩასახშობად. ყველას კარგად გვახსოვს ზეწოლა სატელევიზიო რეიტინგების მზომავ კომპანიაზე, სარეკლამო ბაზარზე კონტროლის დამყარების მიზნით; ფარული კამერების აღმოჩენა ტელეკომპანიაში, რაც დღემდე არ გამოძიებულა; ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება სრულიად აბსურდული ბრალდებით; სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, რომელიც ხელისუფლების აღიარებით იმთავითვე რუსთავი 2-ის, როგორც ერთადერთი ფინანსურად დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ იყო მიმართული; ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოსყიდვის მცდელობა. ხოლო როცა ამან დასახული შედეგი ვერ გამოიღო, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი და მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელად შევარჩიეთ მენეჯერული გამოცდილებისა და იურიდიული კვალიფიკაციის გათვალისინებით, სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინს და პირნათლად ასრულებს დირექტორის მოვალეობას. რუსთავი 2 უპირობო ლიდერია ქართულ ტელესივრცეში. ტელეკომპანიის საინფორმაციო, პოლიტიკური და გასართობი გადაცემები უმაღლესი რეიტინგითა და ხალხის სიყვარულით სარგებლობს, რაც თითოეული ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის და სხვა თანამშრომლების დაუღალავი შრომის, პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო სიმამაცის შედეგია. სარედაქციო პოლიტიკას თავად ტელევიზია განსაზღვრავს ჩვენი საერთო ევროატლანტიკური ფასეულობების ფარგლებში, რომელთაგან ტელევიზიას არასდროს გადაუხვევია. დიახ, რუსთავი 2კრიტიკული ტელევიზიაა. ვინ იცის, გაშუქდებოდა თუ არა საყდრისის, პანორამა თბილისის, ეკონომიკური კრიზისისა თუ საზოგადოებისთვის აქტუალური სხვა თემები, რომ არა რუსთავი 2. სწორედ ამიტომ უნდა ტელევიზიის ხელში ჩაგდება ხელისუფლებას. ხელისუფლებას სურს, რუსთავი 2 მაამებლურ მედიასაშუალებად აქციოს და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის საყვარელ ანტისადავლურ მედიასაშუალებებს დაამსგავსოს. ჩვენი პოზიციის სამართლებრივი სიმყარე აშკარაა ყველა კეთილსინდისიერი ადამიანისთვის. მაგრამ საკითხს აქვს სუფთად პრაგმატული მხარეც: დღეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რა სჯობია უშუალოდ მისი და მისი ოჯახის მომავლისთვის - ისეთი რუსთავი 2, როგორიც გვაქვს დღეს, თუ ისეთი, როგორადაც ხელისუფლებას სურს აქციოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ამ ეტაპზე კლასიკური რუსული რეიდერული სტილის შეტევა, საბოლოოდ, რუსთავი 2-ს საფრთხე არ ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაზ ურთმელიძე მიიღებს წინასწარ დაანონსებულ უკანონო გადაწყვეტილებას, ადრე თუ გვიან, ჩვენი საკუთრების უფლება აღდგება - ჩვენ ვერ წაგვართმევენ რუსთავი 2-ს, ქვეყანას კი შეიძლება წაართვან წარმატებული მომავლის შანსი. მადლობა ყველას, ვინც დგას ტელეკომპანიის გვერდით. თქვენ გვიცავთ ჩვენ და ამით, იცავთ საკუთარ მომავალს."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42