"თამარ ხიდაშელის მეუღლე ფიზიკურად გამისწორდა"- "პატრიოტთა ალიანისის" წევრს დაზიანებები აღენიშნება
პოლიტიკა - 20:08, 31 Oct, 2015     2102
"პატრიოტრთა ალიანსის" ერთ-ერთი წარმომადგენელი თარხან გასვიანი აცხადებს, რომ იორმუღანლოს 42-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის მეუღლე ფიზიკურად გაუსწორდა.
თარხან გასვიანი აცხადებს, რომ მისი ცემის ფაქტი პოლიციელების თვალწინ მოხდა.
"42-ე უბანზე დაფიქსირდა დარღვევა. მივედით, უკან მოგვყვებოდა დაახლოებით, 5 ავტომობილი, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის "შკოდისა" და პოლიციის "პიკაპის" ტიპის ავტომობილები. უბანში შევედით, რათა გაგვრკვია, რა სახის პრობლემა იყო. ავტომობილებიდან გადმოვიდა დაახლოებით, 25 კაცი, აქვე იყო თამარ ხიდაშელის მეუღლე, პოლიციელები და მათი მეგობრები. ისინი მუშტების ქნევითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით ჩვენსკენ წამოვიდნენ. ჩვენ 6 ვიყავით, 25 კაცს ვერ გავუმკლავდებოდით, მაგრამ რაც შეგვეძლო შესაბამისი პასუხი გავეცით. დაახლოებით, 20 წუთის განმავლოვბაში გრძელდებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს გამოვიდნენ "ობიექტივის" თანამშრომლები, მათი დანახვისთანავე ჩასხდნენ მანქანებში და წავიდნენ. ჩვენ მოვასწარით მათი ავტომობილების ნომრების გადაღება. ამის შემდეგ მოგვიახლოვდნენ პოლიციელები, რომლებიც შორიდან გვიყურებდნენ. მომიახლოვდა საგარეჯოს პოლიციიის უფროსი ლევან მაისურაძე და მეკითხება, რა მოხდაო. მე მას ვუთხარი, რომ ყველაფერს თავად ხედავდა და ის იყო სამართალდამრღვევი" - განაცხადა თარხან გასვიანმა.
"პატრიოტთა ალიანსი" საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადების შეტანას დღესვე გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42