"ქალბატონ ირმა ინაშვილს მინდა მოვუწოდო, შეაჩეროს მისი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მხარდამჭერების თარეში. ისინი არაერთ საარჩევნო უბანზე გამოცხადდნენ, იგინებიან და პროვოკაციას უწყობენ ადამიანებს. ეს უბნებია: მე-3, მე-9, მე-20, 21-ე, 38-ე და 42-ე საარჩევნო უბანი.
ამ ინციდენტების მთავარი მოქმედი პირი არის ვინმე თორნიკე გასვიანი, რომელიც გადაადგილდება მერსედესი G კლასის ტიპის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრებია ZRZ - 225.
ასევე მინდა მოგაწოდოთ კიდევ ერთი ინფორმაცია. ბატონი მიხეილ ცილიკაშვილი, რომელიც არის ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა იარაღით. არ გამოვრიცხავ, მას შეიძლება აქვს იარაღის ტარების უფლება, თუმცა, ამის მიუხედავად საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღით ყოფნა ნამდვილად არ უწყობს ხელს არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას.
ამ უბნების გარდა, სხვა უბნებში ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. საარჩევნო უბნებზე მყოფი ჩვენი მხარდამჭერების ინფორმაციით, ჩვენ გვაქვს უპირატესობა" - განაცხადა ხიდშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






