საგარეჯოში არჩევნები კანდიდატთა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს
პოლიტიკა - 18:55, 31 Oct, 2015     1600
საგარეჯოში შუალედური არჩევნები მაჟორიტარობის კანდიდატბის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.
რამდენიმე წუთის წინ თამარ ხიდაშელმა, რომელიც მმართველ კოალიციას წარმოადგენს, "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატს ირმა ინაშვილს სპეციალური ბრიფინგიდან მოუწოდა აღკვეთოს "მისი ნასვამი მხარდამჭერების თარეში საარჩევნო უბნებზე". ხიდაშელი ირწმუნება, რომ ინაშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა უბნებზე პროვოკაციებს აწყობენ.
"ამ ინციდენტებში მთავარი მოქმედი პირი არის ვინმე თორნიკე გასვიანი, რომელიც გადაადგილდება "მერსედესის" ჯიპის ავტომობილით ნომრით ZRZ 225",- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
თამარ ხიდაშელის ინფორმაციით, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიხეილ ცილიკაშვილი, რომელიც ინაშვილის შტაბის წეარმომადგენელია და მას გააჩნდა იარაღი.
ხიდაშელმა ირმა ინაშვილის შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა განცხადება და კატეგორიულად უარყო მათი მოქალაქეთა მოსყიდვის ფაქტები.
რაც შეეხება ინაშვილის შტაბის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვით საარჩევნო უბნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდასაჭერად სოფლების გამგებლები და რწმუნებულები არიან მობილიზებული, თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ არც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
თამარ ხიდაშელის ეს განცხადება უპასუხოდ ირმა ინაშვილს არ დაუტოვებია. პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის განცხადებით, არც ერთ მის მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დასაცავად კი პატარძეული-საგარეჯოს გზაზე სამხედრო პოლიცია მოძრაობს.

ინაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის საარჩევნო პროცესში ჩართულობა გააპროტესტა.
"მინისტრის მონაწილეობა არჩევნებში ნიშნავს, რომ მთლიანად კახეთის სატყეო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად" - განაცხადა ინაშვილმა.

საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღევე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

საგარეჯოში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელი და "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი.

არჩევნებში ასევე მონაწილეობს საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი - ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.

რაც შეეხება მარტვილს, აქ სულ ორი კანდიდატია რეგისტრირებული - ეთერ მეძველია "პატრიოტთა ალიანსიდან" და სოსო დანელია "ქართული ოცნებიდან".

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42