,,არ გამიკვირდება, თუ რუსთავი2-ში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ” სასამართლო გადაწყვეტილების” შემდეგ აღმოაჩენენ, რომ არ იცოდნენ, თუ რა იდეოლოგიას ემსახურებოდა ტელევიზია. მაშინაც, როცა ფაქტობრივად სახელმწიფო ტელევიზია იყო და მაშინაც, როცა ფაქტობრივად ოპოზიციური.
ეს ტელევიზია იყო მაღალპროფესიული, იყო რეალობის ამსახველი. სხვანაირად შეუძლებელია დარჩენილიყო ოცდაერთწლოვან უპირობო ლიდერად.
რეალობის ამსახველი რაკურსი უფრო იმ მხრიდან იყო ნაჩვენები, რომელიც მის მთავარ პოლიტიკურ ორიენტაციას განამტკიცებდა. ამაში არაფერი იყო უკანონო. პირიქით, პლურალიზმისა და დემოკრატიის ყველა ნორმას შეესაბამებოდა და ხელს უწყობდა მის განვითარებას.
რატომ ვერ უწევდნენ კონკურენციას საპირისპირო მსოფლმხედველობისა თუ ინტერესების გამომხატველები? დიდი თემაა.
მართლაც, წარმოუდგენელია თუნდაც ის, რომ ამ წუთას რეიტინგში პირველი 25 გადაცემა რუსთავი 2-ს მიეკუთვნება.
დაარეგისტრირონ გინესში. ეს არსსდროს განმეორდება.
როგორც დიდი გალაქტიონი იტყოდა, ”წიწამურში რომ მოკლეს რუსთავი, მაშინ დამთავრდა ეპოქა დიდი”!
წიწამური რომ სოლოლაკია, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება.
რატომ წარსულ დროში? იმიტომ რომ არ იქნება არავითარი შტურმი. როგორც წესი, ძლიერი ციხე მხოლოდ შიგნიდან ტყდება!“ - წერს გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






