ხელოვნება თუ კრეტინიზმი?- ასეთი სათურით აქვეყნებს მამა ანთიმოზი სტატუსს სოციალურ ქსელში, რომელიც ეხება ილიაუნში გამართული ექსპოზიციის ფარგლებში გამოფენილ ღვთისმშობლის ნახატს, რომელზეც ორსული მარიამი იარაღით ხელში თვითმკვლელობის მომენტშია გამოსახული.
„იმ ავადსახსენებელ სურათში, მაპატიოს უფალმა, თითქოს ყოვლადწმიდა ორსული მარიამი თავს იკლავს იმის გამო, რომ ადამიანები ღმერთის ღირსნი არ არიან, ავტორი სრულ უვიცობას ამჟღავნებს ბიბლიის სწავლებაზე. რაც არ იცი იმაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს.
მაცხოვარი იშვა როდესაც რომის იმპერიაში ტიბერიუს-კალიგულას შემდეგ ადამიანის ცოდვით დაცემამ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია.
თვით უდიდესი მხატვარი ათეისტები: სალვადორ დალი და პაბლო პიკასო, თავს უფლებას არ აძლევდნენ რელიგიურ თემებზე ესპეკულიანტად.
რამდენიმე ხელოვანი გამოესარჩლა: ხელოვნებას საზღვარი არა აქვსო!
ხელოვნებას კი არა, კრეტინიზმს არა აქვს საზღვარი!
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)“-წერს მამა ანთიმოზი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






