"ამდენი საუკუნეა ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ. კამათი, რაც ორ ერს შორის გრძელდება, შეიძლება ითქვას არის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური. ჩვენ ვკამათობთ რომელი კულტურის ძეგლი ვის ეკუთვნის. თუ ისტორიას ვუყურებთ, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ძალიან რთულია. ჩვენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია. სომხური ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა. ის საოცრად ლამაზია. ამაში მეც მივიღე მონაწილეობა და ძალიან ამაყი ვარ", - განაცხადა ივანიშვილმა.
აღნიშნული ტაძრის რეაბლიტაცია სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 3 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ეს არის დონორთა თანხები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია ვარდანიანების ოჯახი. პროექტი ასევე დააფინანსეს საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა და მათ შორის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო ბიძინა ივანიშვილმს.
მასალის გამოყენების პირობები






