"სასამართლომ ივანიშვილის კიდევ ერთი დაკვეთა აღასრულა"- თარგამაძე კორტების საქმეზე გამოტანილი განაჩენზე
პოლიტიკა - 13:44, 31 Oct, 2015     1266
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გივი თარგამაძე გუშინ, სასამართლოს იმ გადაწყვტილებას გამოეხმარუა, რომლის თანახმადაც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. კორეტების საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გამოტანილი განაჩენი პროკურატურის ბრალდების პირდაპირ გადმოტანა იყო.

„გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დაკვეთა აღასრულა და ურთმელიძეთა რიგს კიდევ ერთი მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზიშვილი შეემატა. ამ შემთხვევაში ცნობილი არაა რითი დააშანტაჟეს ის, მაგრამ მან კორტების საქმის განაჩენში, პრაქტიკულად პირდაპირ გადმოიტანა გპროკურატური ბრალდება და ქვეყნის წინაშე დამსახურებულ პოლიციელებს, მათ შორის საომარ მოქმედებებში მონაწილე, მრავალი ჯილდოს მფლობელ ადამიანებს სასჯელის სახით 12, 6 და 3 წელი განუსაზღვრა.
მთელი ამ პროცესის მიმდნარეობა მეტყველებს იმაზე, რომ განაჩენი ჯერ კიდევ 3 წლის წინ იყო განსაზღვრული, როდესაც ეს შემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ იყო გამოყენებული.
პროცესის განმავლობაში ბრალდებულებზე უხეში ზეწოლა ხორციელდებოდა. მათი გადაყვანა ხდებოდა იმ საპატრულო დაწესებულებებში, სადაც მათ, ამ პერიოდში ყოფნა არ ეკუთვნოდათ, ეს იყო გლდანის მე-8 დაწესბეულება, სადაც მათზე პატიმრების მიერ მასიური ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა. სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახაბერ ნაკანმა, თვითმკვლელობაც კი სცადა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს ის შესაბამის დაწესებულებაში.
გარდა ამისა, პროკურატურა უხეში ჩარევებით ცდილობდა მათთვის სასურველი ჩვენებები მიეღო, ზეწოლით, სანაცვლოდ თავისუფლებისა და ფულის შეთავაზებით. ასეთი ზეწოლის შემდეგ მათ სპეცრაზმელთა ნაწილისგან მიიღეს სასურველი ჩვენებები და შესაბამისად ისინი თავდებით გაათავისუფლეს, შემდეგ კი საერთოდ აიცილეს განაჩენი.
გუშინდელი განაჩენი წმინდა პოლიტიკური იყო, ვინდაიდან ბადრი კოჭლამაზიშვილმა განაჩენის გამოცხადება პოლიტიკური განცხადებით დაიწყო, როდესაც თქვა, რომ ეს იყო არა კრიმინალთან ბრძოლა, არამედ სისხლიანი დაგეგმილი სპეცოპერაცია ანგარიშსწრების მიზნით.
ვარწმუნებ ამ ადამიანებსაც და ბიძინა ივანიშვილსაც, რომ 1 წელიწადში ისინი შეძლებენ სამართლიანი სასამართლოს წინაშე დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე და გათავისუფლდნენ. რაც შეეხება კოჭლამაზიშვილს, მას ჰქონდა გარკვეული რეპუტაცია აქამდე - სამართლიანი ადმაიანის, სამწუხაროა, რომ 1 წელი ვერ მოითმინა და ეს ყველაფერი წყალს გაატანა.“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42