
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო და საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ცესკო-ში სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა მცირე დარღვევა აღმოფხვრილია.
„მხოლოდ ერთ უბანზე მარტვილში 10 წუთით შეფერხდა ხმის მიცემის პროცედურა, რადგან მარკირების აპარატი დაზიანდა, მაგრამ პრობლემა აღმოიფხვრა. ასევე საგარეჯოს მე-5 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ბიულეტენებისთვის საჭირო კონვერტებს აკლდა ერთი კონვერტი. მოხდა თავიდან გადათვლა და დანაკლისი არ დაფიქსირდა,“ - აცხადებს ანა მიქელაძე.
მისი თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში ამ ეტაპზე საჩივრები არ დაფიქსირებულა.
12.00 საათის მონაცემებით, საგარეჯოში ამომრჩეველთა 12,7 პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც შეეხება მარტვილს, არჩევნებზე 12,7 პროცენტი მივიდა.
დმანისში 7,2 პროცენტმა, ვანში 21 პროცენტმა, ხობში 20,1 პროცენტმა.
ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის შეფასებით, ეს არის საკმაოდ ნორმალური აქტივობა. მისივე თქმით, 20:00 საათამდე ამომრჩეველს დრო აქვს უბნებზე მისასვლელად. მან ამომრჩევლებს აქტივობისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






