ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გახსნილია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება, „ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,“ აღნიშნა ცესკოს სპიკერმა და ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის
მასალის გამოყენების პირობები






