როგორც "ნიუპოსტის" ადგილობრივი კორესპოდენტი იტყობინება, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიაში საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა.
65 -ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამის მიზეზი მარკირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.
რაც შეეხება მარტვილის მუნიციპალიტეტში გახსნილ სხვა საარჩევნო უბნებს ისინი დილის 7 საათზე გაიხსნა, ხოლო კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყო. ოლქში სულ 39 უბანი ფუნქციონირებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში 33 ათას 543 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოსო დანელია და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ეთერ მეძველია იბრძვიან.
რაც შეეხება, საგარეჯოს, აქ არჩევნები წინანსწარი ინფორმაციით მშვიდად მიმდინარეობს, უბნებიც დროზე გაიხსნა.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 39 საარჩევნო უბანზე.
საკრებულოს შუალედური არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნები ტარდება 4 ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, დმანისში 4 საარჩევნო უბანზე, ვანში – 1 საარჩევნო უბანზე, ხობში – 1 საარჩევნო უბანზე და საგარეჯოს – 2 საარჩევნო უბანზე.
არჩევნების დღეს დააკვირდება 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს 07:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).
მასალის გამოყენების პირობები






