საგარეჯოსა და მარტვილში ხვალ შუალედური არჩევნები ჩატარდება
პოლიტიკა - 21:05, 30 Oct, 2015     1831

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს და მარტვილის ოლქებში ხვალ ჩატარდება, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 5 კანდიდატი, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 2 კანდიდატი.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, კერძოდ საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #12 ჩაილურის თემში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 4 კანდიდატი, დმანისის საარჩევნო ოლქის დიდი დმანისის თემში - 1, ვანის საარჩევნო ოლქში - 3, ხოლო ხობში, გურიფულის თემში – 2 კანდიდატი.

„ხვალ, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 სთ-ზე გაიხსნება, ხოლო ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. როგორც კი ცესკო მიიღებს საუბნო შემაჯამებელ ოქმებს, ისინი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენები (ასევე, ორენოვანი ბიულეტენი აზერბაიჯანული თემისთვის), შემაჯამებელი ოქმები, სპეციალური კონვერტები და გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის,“ - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში ­– 39 საარჩევნო უბანზე.

საკრებულოს შუალედური არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნები ტარდება 4 ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, დმანისში 4 საარჩევნო უბანზე, ვანში – 1 საარჩევნო უბანზე, ხობში – 1 საარჩევნო უბანზე და საგარეჯოს – 2 საარჩევნო უბანზე.

არჩევნების დღეს დააკვირდება 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის - 22 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს 07:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).

ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბერს დღის განმავლობაში რეგულარულად მიაწვდის მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის დღის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. გარდა ამისა, 31 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42