მხოლოდ სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას და მისი პარტია აღარ ემორჩილება?! - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 18:02, 30 Oct, 2015     1834

„რუსთავი2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე და მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილის თქმით მის გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ შექმნილი ვითარების ფონზე არანაირ აქტიურობას არ იჩენენ ძმები ყარამანიშვილები, რომლებსაც "რ2"-თან დაკავშირებული სასამართლო დავა კონკრეტულად ეხებათ. ამასთანავე პარლამენტის სპიკერმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ასევე კითხვებს აჩენს ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ენმ-ს წევრების მიერ გაკეთებული კომენტარები, უსუფაშვილის თქმით რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს მისი პარტია აღარ ემორჩილება.

„გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს ემიჯნება ყველა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. ყველა ამბობს, ჩვენ არაფერს არ ვგეგმავდითო. არ ვიცი, ესე იგი მხოლოდ სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას და მისი პარტია აღარ ემორჩილება?! არ ვიცი, ეს როგორ არის. ამ საქმის პოლიტიკური მხარე სრულიად ნათელია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, რომ მედია არ დაზარალდეს. რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2", რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ.
პირველ რიგში მაოცებს ის, რომ ამ თემაზე ყველა საუბრობს, გარდა იმ ხალხისა, ვისაც საკითხი ეხება. დავა კონკრეტულად ამ არხის მეპატრონეებთან, მათი კომპანიის თუ ქონების თაობაზეა. ვიღაცეები მას იცავენ, ვიღაცეები ბარიკადების აშენებას აპირებენ, ვიღაცეები პოზიციებს სხავანაირად გამოხატავენ. პირველ რიგში მაინტერესებს, ეს ხალხი არსებობს ბუნებაში, ისინი რეალურად ამ ტელევიზიის პატრონები არიან, თუ აღარ არსებობენ და უარი აქვთ ნათქვამი?! თუ ასეა, მაშინ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც სხვა სურათი და ვითარება გვექნება. ყველა რაღაცას ლაპარაკობს, რაღაცას ცდილობს - დაცვას თუ პოზიციების სხვა ფორმებით გამოხატვას, გარდა იმ ხალხისა, ვისაც ეს ეხება. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ესაა. დანარჩენი ამ პროცესიდან, ვინ რა სარგებელის გამონახვას ცდილობს, ეს სხვა თემაა. კიდევ სხვა თემაა შესაძლო კანონდარღვევები, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს და ეს სამართალდამცავების საქმეა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42