„რაც შეეხება მე მჯერა თუ არა სახელმწიფო გადატრიალების, ეს პერსონები კი არიან დაკითხვაზე, მაგრან მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გადატრიალების არ მჯერა. მე უფრო სხვა შეფასებას მივცემდი ამას. რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ეს უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, მაგრამ განცხადებებს პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ყოფილი პრეზიდენტიც“- განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება 24 ოქტომბერს 315-ე მუხლით აღძრული საქმის საფუძველზე მოხდა. რაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს.
მედიაში გავრცელდა ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც „რუსთავი2“-ის დასაცავ სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარია ასახული.
მასალის გამოყენების პირობები






