,,ედპ“ რ2-თან დაკავშირებულ პროცესებს და ფარულ ჩანაწერებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა - 16:14, 30 Oct, 2015     3103
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებს და ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც ედპ-ს პოლიტიკურმა მდივანმა გოგა გოგნიაშვილმა დღეს პარტიის ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ედპ მხარდაჭერას უცხადებს რუთავი 2-ს და ცალსახად ემიჯნება ყველანაირი სახის ძალადობას. ამასთან, ეროვნულ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეჭვს აჩენს, რომ ქვეყანაში გრძელდება უკანონო მოსმენები და მათი გამოყენება ოპონენტების წინააღმდეგ.

,,უკანასკნელ ხანს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება ცხადყოფს, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. მედიასაშუალებების ირგვლივ მიმდინარე მოვლენები - მაღალრეტინგული თოქშოუების დახურვა, ერთ-ერთი გავლენიანი ტელეკომპანიის „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ მიმართული პროცესები, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიმართ განხორციელებული შანტაჟი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყანაში დემოკრატიის იმ მთავარ ღირებულებას, როგორიცაა სიტყვისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, კატასტროფული შედეგებით მოუბრუნდება ქართულ სახელმწიფოს.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, როგორც განსხვავებული აზრის გამომხატველ მედიას და ამასთან, ცალსახად ვემიჯნებით ნებსმიერი მხრიდან განხორციელებულ ძალადობას, რომელიც ისევ და ისევ ზიანს მიაყენებს როგორც მთლიანად მედიასივრცეს, ასევე საქართველოს მომავალს.

გარდა ამისა, დღეს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები, აჩენს ეჭვს, რომ ქვეყანაში გრძელდება უკანონო მოსმენები და მათი გამოყენება ოპონენტების წინააღმდეგ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, მოვლენების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“ - ნათქვამია ედპ-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42