ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:54, 30 Oct, 2015     2302
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელებული შეტევაა. ბაქრაძის განცხადებით პარტია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და რ2-ის დასაცავად და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ კონსტიტუციური მეთოდებით აპირებს:

„მინდა პარტიის სახელით გამოვეხმაურო ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბულობა, რატომ ვიმყოფებით კრიზისში? პასუხი არის ერთადერთი და მარტივი, ყველაფერი ხდება იმიტომ , რომ მთავრობა ცდილობს ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2" , იმიტომ რომ მთავრობა მოსამართლის და ხალვაშის ხელით ებრძვის სიტყვის თავისუფლებას. სიტუაციის განმუხტვა სწორედ ამ პროცესების შეჩერებით არის შესაძლებელი. მეორე, მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო, ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენი ბრძოლა არის კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-მდე ოფისი დაარბიეს რეგიონებში, არცერთ ჩვენს აქტივისტს საპირისპირო ნაბიჯი არ გადაუდგამს, იმიტომ , რომ ჩვენ ვიბრვით კანონიერების ფარგლებში და ჩვენი ამოცანაა ეს ხელისუფლება კონსტიტუციურად და მშვიდობიანად გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკადებზე და გადატრიალებებზე, არამედ ქვეყანაში არსებულ გაჭირვებაზე და დამდგარ ეკონომიკაზე. ამას ყველაფერ უპირისპირდება მთავრობა , რომელსაც სურს , რომ ყველაფერი გადაიტანოს დაპირისპირების პრიზმაში. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ ვიბრძოლებთ კონსტიტუციურად, ვიბრძოლებთ ბოლომდე სიტყვის თავისუფლებისთვის, "რუსთავი 2"-ის თავისუფლებისთვის. მინდა მივმართო "რუსთავი ორის" ჟურნალისტებს, ამ დღეების განმავლობაში თქვენ კიდევ ერათხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ხართ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის გუნდი. ამიტომ ჩვენი ერთობლივი ბრძოლა არ დგას იმაზე, რომ ვინმე ვინმეს თანამებრძოლად განიხილავს. მე მოვდივარ და მოვალ რ2-ის ეზოსთან არ იმიტომ, რომ ენმ-ს წევრი ვარ, არამედ იმიტომ რომ მე ვარ ამ საზოგადოების წევრი და ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველო არ დაინახონ მხოლოდ 2030-ის ობიექტივიდან. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. ჩემი უღრმესი პატივისცემა რ2-ის ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ ყოველგვარი ძალადობისგან გამიჯვნით, ჩვენ კონსტიტუციურად გავაგრძელებთ ბრძოლას სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის. ეს ხაზი კი "რუსთავი2"-ის დაცვაზე გადის და ქართულ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42