საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში რევოლუციური სცენარების დრო დამთავრდა.
პრეზიდენტის განცხადებით, დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს საქართველოს პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე სახის არეულობას.
"ქართველი ხალხის მიღწევაა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა, ეს კურსი შეუქცევადია. საქართველოში რევოლუციური სცენარების ეპოქა დამთავრდა. ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, იგი მოწყვეტილია პოლიტიკურ რეალობას. არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მიწევს გამეორება, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერეოდეს და რაიმე ტიპის არეულობას გეგმავდეს. შევახსენებ პოლიტიკოსებს, რომ ადამიანი და მისი სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა და შეუძლებელია ამით თამაში. მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტურებს.კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების დაცვის და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






