თბილისის მერი დავით ნარმანია იტალიის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, იტალიის საელჩოს კომერციული ატაშე მასიმო მარიანი ესწრებოდა.
საუბარი შეეხო ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას. როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, იტალიურ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. თბილისის მერის თქმით, ამის მაგალითია იტალიურ კომპანია „გრივენთან“ თანამშრომლობა, რომელიც თბილისის ანძის განათების განახლებაში მონაწილეობს.
ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროებში იტალიური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე, მათ შორის ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა და სამშენებლო სფეროში.
ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოში იტალიის ელჩია 2015 წლის პირველი სექტემბრიდან.
მასალის გამოყენების პირობები






