"რამდენჯერ უნდა აგვაგდონ რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით?" - სააკაშვილის ვიდეომიმართვა
პოლიტიკა - 14:34, 30 Oct, 2015     4357




"ივანიშვილის და მისი რუსი მფარველების მეთოდები არ იცვლება, მათ რუსულ საიტზე ატვირთეს ნაწილ-ნაწილ გადაჭრილი რუსული სპეცსამსახურების მიერ სატელეფონო საუბრები. ისევე როგორც 2012 წელს მათ დაგვიდეს ციხის კადრები და ახლა ხომ ყველამ იცის, რომ ციხის კადრები დადგმული იყო. მოკლეს 9 თვის ბავშვი არჩევნებისთვის და ჩაატარეს ნამდვილი სპეცოპერაცია. რამდენჯერ უნდა "აგვაგდონ" რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით. რამდენჯერ უნდა წამოგვაგონ ერთსა და იმავე სატყუარაზე. ეს არის "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი აქციონერი ბიძინა ივანიშვილი. მთელი ევროპა ცდილობს მოუშორებელი ჭირის "გაზპრომის" მოცილებას და მან, ის უკვე მოშორებული დააბრუნა საქართველოში. მიაბა ქართული პროდუქცია მთლიანად რუსულ ბაზარს, რითიც ჩამოშალა ქართული ეკონომიკა. ახლა აპირებს სომხეთზე რკინიგზის გახსნას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მაგრამ ესეც არის პირდაპირი მოთხოვნა რუსეთის. დღეს გამოაცხადა, რომ ასრულებს რუსულ ერთ-ერთ მთავარ დაკვეთას და მე მიხურავს გზას არჩევნებისკენ, იმიტომ რომ უნდა ჩამომართვას საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ რაც იძულებით დამატოვებინეს ქვეყანა. ამ პირობებში "რუსთავი 2" ბოლო ბარიერია, რომელიც მას აკავებს, იმიტომ რომ სანამ საქართველოში არის სიტყვის თავისუფლება ყველა ეს შავბნელი გეგმა ბოლომდე წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ "რუსთავი 2–ის" დაცვა მათ შორის ფიზიკურად ადამიანების მიერ დაცვა ძალადობისგან, არის პირდაპირი გზა საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლების და მომავლის გადარჩენის. თუ ჩვენ გვინდა თავისუფლება, უნდა დავდგეთ თავისუფლების სადარაჯოზე. ყველამ იცის, რომ სასამართლო პროცესი ბელფია და საქმე გვაქვს შანტაჟთან და ძალადობასთან. ნუთუ ჩვენ დავუწვებით და ამას შევურგდებით?
თუ ახლა ერთად კონსოლიდირებულად დადგომა ვერ მოვახერხეთ, ბევრად მეტ ექსცესებს და მართლა ძალადობას ვერ ავიცილებთ საქართველოში. იმიტომ, რომ იანუკოვიჩი ზუსტად ასევე წავიდა ყველაფერზე, მათ შორის სროლაზე, როდესაც საკუთარ ხალხს ესროლა, რადგან ეგონა, რომ ყველაფერი გაუვიდოდა. საქართველოში ეს თავიდან უნდა ავიცილოთ, ჩვენი ერთიანობით და ჩვენი სიმტკიცით, მათ შორის თავისუფლების დასაცავად", - განაცხადა სააკაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42