ტელეკომპანია "რუსთავი 2"ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ფარულ ჩანაწერებში ის მსმენლის როლში იყო.
ამის შესახებ გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკიტხვაზე შესვლის წინ განაცხადა.
"ამ ჩანაწერებში მე ვარ მსმენელი და რაც მოვისმინე, იმას კიდევ ერთხელ მოვყვები. მიხეილ სააკაშვილი მიზიარებს თავის დამოკიდებულებას, ეს პირველად არ მომხდარა. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება არის წამსვლელი უკიდურეს ნაბიჯებზე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაპროტესტებთ სიტყვის თავისუფლებას. ის ეჭვობს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს ძალა, მათ შორის - ჩვენს წინააღმდეგ. მე ამას არ ვიზიარებდი მაშინ, მაინცდამაინც არ ვიზიარებ ახლაც, თუმცა ხელისუფლება ისე იქცევა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ნამდვილად საეჭვო გახდა ჩემი ეს რწმენა. ამიტომ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






