მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თავად გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ ჟურნალისტებს. ისინი დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ ჟურნალისტები ბოლო დროს ტელეკომპანიის ირგვლივ და ასევე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
არასამთავრობოებს კვლავ რჩებათ კითხვები, რომელიც არსებობდა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათივე თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ ეს კითხვები არ მოხსნა.
რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურმა გუშინვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რა პოზიცია აქვსრუსთავი 2-ს.
"ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჟურნალისტებს, რუსთავი 2-ის გუნდს სურს ნორმალურ ვითარებაში თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება. არასამთავრობო სექტორთან ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები, მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ის გარშემო დაიწყო ეს პროცესები. ისინი მუდმივად საქმის კურში არიან და დღევანდელი შეხვედრის მიზანიც ის არის, რომ ზუსტად გავაცნოთ ჩვენი პოზიცია, თუ რა პოზიციაზე დგას დღეს რუსთავი 2 და როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას," - განმარტა ზაალ უდუმაშვილმა.
წყარო rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






