დავით ნარმანიამ მოსახლეობას დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა
პოლიტიკა - 13:34, 30 Oct, 2015     1069

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციაზე მერიის სამსახურებისა და გამგეობების მიერ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით წარმოებული სამუშაოები იყო წარმოდგენილი.

დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თბილისის 2015 წლის ბიუჯეტია, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა - მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა პროგრამების ბიუჯეტები, ამასთან, შემცირდა თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - 2014 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, წინა ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, ამავე ტიპის სამუშაოებში ბიუჯეტის ათვისებას უტოლდება. რაც შეეხება 2015 წლის საგზაო სამუშაოებს, 2014 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით, 2015 წლის ამავე პერიოდის განმავლობაში არსებითად მეტი გზის საფარი დაიგო. განხორციელდა საინჟინრო ნაგებობებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ავარიული საცხოვრებელი შენობების კაპიტალური გამაგრება.

დამუშავების პროცესშია მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის მდგრადი განვითარების ძირეულ პრინციპებს მოიცავს. ამასთან, ქალაქის საჭიროებების გათვალისწინებით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, გამკაცრდა სარეკრეაციო ზონების დაცვის რეჟიმი, მშენებლობისას გაიზარდა გამწვანებული ნაწილის კოეფიციენტი. დედაქალაქის მდგრადი განვითარებისთვის თბილისის მერია “მომავლის ქალაქის” პროექტის განხორციელებას იწყებს. ქალაქის ისტორიაში პირველად, ძალაში შევიდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომელიც მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, დედაქალაქის გარემოსდაცვით პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავების მიზნით განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ემისიების, CO2-ის, შემცირებისა და თბილისში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.

დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშში დეტალურად გაიწერა თბილისის მერიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოებული სამუშაოები, მათ შორისაა - შშმ პირთა ხელშეწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობა, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა, გამწვანება, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება.

ანგარიშის დიდი ნაწილი 13 ივნისის სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო სამუშაოებს ეთმობა - დედაქალაქის მთავრობამ დაზარალებულები დაუყოვნებლივ უზრუნველყო დროებითი საცხოვრისებით, რის შემდეგაც სტიქიის ზონებში დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის აღწერა/შეფასება განხორციელდა და ბოლო მონაცემებით, მერიის ხელშეწყობით, 37-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი უკვე შეიძინა. ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, შეიქმნა საოჯახო პაკეტები და დაზარალებულებს შესაბამისი კომპენსაციები ჩაერიცხათ. სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების სწავლის დაფინანსებას, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს. მომზადდა დასკვნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არეალების შესახებ, განხორციელდა და მიმდინარეობს მთელი რიგი საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ანგარიში, ასევე, მოიცავს თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ჩატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, მათ შორისაა - კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა, აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე დაგეგმილია გზის კაპიტალური შეკეთება, ასევე, მნიშვნელოვანია კახეთის გზატკეცილის თბილისის ზღვასთან დაკავშირება.

დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის მიზნით განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, ამასთან, დამტკიცდა შიდა აუდიტის 2015-2017 წლების სტრატეგიული გეგმა, რაც სისტემის ფინანსური მართვისა და კონტროლის ეფექტურობას უზრუნველყოფს.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერი წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, ვალდებულია მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის შესახებ შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42