„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ ტელეკომპანიას. ხელისუფლების მხრიდან რუსთავი ორის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იყო სასამართლო , რომელსაც სახე დაკარგული აქვს, ბოლო დღეებში ახალი იარაღი გამოჩნდა ეს არის შანტაჟი. ხელისუფლებამ მუქარა აასრულა. უკვე არავის შეაქვს ეჭვი იმაში, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟს ქონდა ადგილი. ამ შანტაჟის მიზანი ნიკა გვარამიას დაზარალება და ტელეკომპანიაში განხეთქილების შემოტანა უნდოდათ. მე მინდა ვთქვა, რომ ნიკა გვარამია ვერაფრით ვერ დაზარალდება, "რუსთავი ორი" კი დღეს არის კიდევ უფრო ერთიანი, ამისთვის შეგვიძლია მადლობაც კი გადაგიხადოთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, ჩვენ გვინდა ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას, ვინაიდან სასწორზე არა "რუსთავი2"-ის კომფორტი და კეთილდღეობა, არამედ სიტყვის თავისუფლება დევს. ასევე ბატონებო მინდა მოგმართოთ ჩვენი თვალთვალისა და შანტაჟის ნაცვლად ჯობია იფიქროთ იმაზე, საით მიგყავთ ქვეყანა.“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






