ქვეყანას გვართმევენ და ზოგიერთი "ლიბერალი" მზადაა ჩემს მიმართ ჯიბრს გადააყოლოს ყველაფერი - სააკაშვილი
პოლიტიკა - 11:26, 30 Oct, 2015     3687

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც „რუსთავი2“-ის დასაცავ სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარია ასახული.

მისი თქმით, მისი სატელეფონო საუბრების გავრცელება რუსული საიტების მეშვეობით ხდება.

"სატელეფონო საუბრებს იწერენ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ ამუშავებენ პუტინის სპეცსამსახურები და სწორედ ამ ფორმით ხდება რუსული საიტების მიერ გავრცელება. ეს სრულიად აშკარად ატარებს მორიგი სპეცოპერაციის ხასიათს.

მე სხვა რამ უფრო მაღელვებს - ქვეყანას გვართმევენ და ზოგიერთი "ლიბერალი" მზადაა ჩემს მიმართ პირად კომპლექსებს და ჯიბრს გადააყოლოს ყველაფერი. ასე მოხდა 2012 წელს და ამავე გზას ადგანან დღესაც. საბედნიეროდ დღეისთვის ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას.

დარწმუნებული ვარ, რომ ყოველგვარი შანტაჟის და მუქარის მიუხედავად ქართველი ხალხი დაიცავს თავის თავისუფლებას და არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვინაიდან დღეს ეს ერთი და იგივეა.

მე ჯერ კიდევ 2012 წელს ზუსტად ვიწინასწარმეტყველე, რომ ივანიშვილი აუცილებლად მიადგებოდა "რუსთავი 2"-ს. თუ ახლა არ მოხდა გაერთიანება და სიტყვის თავისუფლების დაცვა, რაც ერთი და იგივეა, მაშინ შეგვიძლია დავემშვიდობოთ თავისუფალი არჩევნების იდეასაც კი, და შემდგომში ბევრად უფრო დიდი ექსცესების ფასად დაგვიჯდება თავის დახსნა.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42