„სააკაშვილმა უნდა მისცეს საშუალება თავის პარტიასაც და საქართველოსაც, რომ მის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება. აქ მეორე მხარეც არის, ეს ორი პოლუსი უწყობს ხელს, რომ ასეთი დაძაბულობა და ისტერიული გარემო იყოს ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, ყველაზე ვერ ვიტყვი ბუნებრივია, მაგრამ თავმჯდომარე ამ მთავრობის, რომელიც უპასუხისმგებლოდ, აგდებულად გამოდის და ძალადობისკენ მოუწოდებს. ცეცხლს ეთამაშება ეს ხალხი, ისე რომ ვერც ხვდებიან რამხელა შარში შეიძლება ქვეყანა გახვიონ. აი ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ეს ვიღაცის ინტერესებში შედის. მე დარწმუნებული ვარ რომ არცერთს არ აქვს რაიმეს აგორების თავი. ყველას მოვუწოდებ, რომ „ერთი ადგილი“ დააყენოს და თავი დაანებოს ესეთი ფორმით ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის ესკალაციას. აღარ შეუძლია ხალხს ასეთი დაპირისპირების მოსმენა. ილაპარაკონ როგორ გამოიყვანენ ეკონომიკას კრიზისიდან, სალაპარაკოა ისიც რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში დღითიდღე ვკარგავთ ჩვენს იმიჯს“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






