"ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა"- კობახიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე
პოლიტიკა - 09:55, 30 Oct, 2015     2362
მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც „რუსთავი2“-ის დასაცავ სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარია ასახული პარლამენტის ვიცესპიკერი გამოეხმაურა. სააკაშვილი- ბოკერია- გვარამიას საუბარს მანანა კობახიძე დანაშაულის მომზადებად აფასებს.

„უდანაშაულო ფოტოგრაფებს ფოტოების გავრცელება არ აპატიეს, უდანაშაულო ირაკლი ბათიაშვილს რაღაც, გაუგებარი ბრალდება- "ინტელექტუალური დახმარება" წაუყენეს და ციხეში გამოკეტეს, სწორედ გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს...კიდევ ბევრს ჩამოვთვლიდი, მაგრამ საჭირო არ არის, ყველამ კარგად იცის, ხოდა ახლა მთავარი ის სულ არ არის ვინ და სად გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი, მთავარი ამ ადამიანთმოძულეების საუბრის შინაარსია, დიახ, პირველკურსელი, ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის, სისხლისღვრის, მასობრივი არეულობის და ერთადერთი მიზნით- ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ისევ ჯიჯგნონ, ადამიანების ღირსება გათელონ, ისევ იძალადონ, ქვეყანა საბოლოოდ დაშალონ! თანაც გამოდიან და უტიფრად აღიარებენ, რომ დიახ, ასეთი გეგმები აქვთ! ხოდა, ველოდები ახლა ყველა ექსპერტს, არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს, პრეზიდენტსაც, უცხოელებსაც-ვისაც ეს არარაობები დასცინიან და "იდიოტებად" მოიხსენიებენ, გამობრძანდით და შეაფასეთ სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას გეგმები!!!!! ველოდები დავით ბაქრაძესაც-ამათი ლიდერი ისევ თუ ხართ, ბატონო დავით??? ველოდები პროკურატურას და მათ რეაგირებას! აქვთ თუ არა გარანტია ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცულია კრიმინალებისგან, ბოევიკებისგან, ზონდერებისგან???? ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ერთადერთი, ვისაც არეულობა აწყობს, ეს ნაციონალური მოძრაობაა!!! არავის, არავის მივცემთ ამ ქვეყნის არევის უფლებას, არავის!"- წერს მანანა კობახიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42