"ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას,"-"რ2"-ის საინფორმაციო სამსახური
პოლიტიკა - 21:40, 29 Oct, 2015     2210
ზაალ უდუმაშვილმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოებას რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის პოზიცია გააცნო.

"უპირველეს ყოვლისა ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არ უკავშირდება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს და ჩვენი მიზანია მხოლოდ ის, რომ მოგვეცეს საშუალება სრულფასოვნად შევასრულოთ ჟურნალისტებზე დაკისრებული მოვალეობები, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინიცირებული. ამ შემთხვევაში სწორედ ჩვენ ვართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის ქვეშ. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება აცილებული თავიდან ძალადობრივი ქმედებები, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება. ასევე მოვითხოვთ ხელისუფლებამ განმარტოს ამ ჩანაწერების წარმომავლობა, მოპოვების კანონიერება და ის, თუ როგორ მოხვდა ეს აუდიო მასალა უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში. ასევე ვითხოვთ დამატებით გამნმარტებებს, რატომ არ გაასაჯაროვა ეს ჩანაწერები მათი მოპოვებისთანავე, რამდენადაც ჩანაწერებიდან სავარაუდოდ ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა მათი შინაარსი ამ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ჩვენ ვაცხადებთ, რომ შევინარჩუნებთ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენი და თავისუფალის სიტყვის დაცვის ერთდაერთი საშუალება მხოლოდ კამერა და მიკროფონია. მოვუწოდებთ სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობას, შესაძლო გართულებების თვიდან ასაცილებლად, არ დაუშვას ტელეკომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირები, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები,"-ნათქვამია განცხადებაში.


წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42