რუსთავი 2-ის დასაცავად ჩვენ ბოლომდე დავდგებით - გვარამიას მიმართვა ხელისუფლებას და პოლიტიკოსებს
პოლიტიკა - 21:35, 29 Oct, 2015     1515
,,რა თქმა უნდა ეს მითია, მედიები ვერ ახდენენ რევოლუციებს. ცვლილებებს ახდენენ ხალხი და პოლიტიკოსები“ - ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

,,შეცდომა დაუშვა იმ მედიამაც რომელშიც ახლა ვიმყოფებით როდესაც 2003 წლის მოვლენები საკუთარ დამსახურებად ჩათვალა და გამოაცხადა თავი გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად... ვაფიქსირებ ხაზგასმით რუსთავი 2 არის მედია , ჩვენ ვიღებთ რჩევებს. მადლობა ყველას რჩევისთვის, როგორც ჩანს თავი უნდა შეიკავოთ, იმიტომ რომ პირდაპირ ხაზზე ვართ. მაგრამ ჩვენ ვმოძრაობთ და ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ დაწყებული ჟურნალისტიდან, დამთავრებული მენეჯმენტით. ჩვენი გადაწყვეტილება არის ასეთი: ჩვენ დავიცავთ „რუსთავი2“-ს . ჩვენი უფლებები ილახება უკანონოდ, თავისუფლებას და საკუთრებას გვართმევენ უკანონოდ.

ჩემი მთავარი ღირებულება ხელისუფლებისთვის არის ის რომ მე რ2-ის გენერალური დირექტორი ვარ და ამ რ2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ხელისუფლება აშანტაჟებდა ამ ჩანაწერითაც, მისი არსებობა ჩემთვის ცნობილი იყო“ - განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანიის დირექტორის თქმით, ხელისუფლებას დაეკისრება პასუხისმგებლობა თუკი რომელიმე ჟურნალისტის უსაფრთხოება ეჭქვეშ დადგება. გვარამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსთავი 2 არის დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო პოლიტიკისებმა თავის გადაწყვეტილებაზე თავად უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

,,თუ შეატყვეთ საკაშვილთან საუბრისას სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რომ ვინმე აქ ისროდა, მაგრამ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება იმაზე წამსვლელიც არის აქ სერიოზული რისკები შეუქმნას ჩვენს კოლექტივს. ნებისმიერ ვითარებაში ვინც არ უნდა იყოს ინიციატორი, თუ გვერდიდან შემომვლელი , ამ შენობაში მომუშავე რომელიმე ადამიანს ან მისი ოჯახის წევრს ერთი თმის ღერიც თუ ჩამოუვარდება, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც თვალთვალის და შანტაჟის ქვეშ გვამყოფებს და მიუხედავად ამისა ვერ გაგვტეხა. დადეთ რაც გინდათ, შეგიძლიათ უფრო შორსაც წახვიდეთ მათ შორის იმ მასალებში, რომლის შესახებაც ჩემთან ისაუბრეთ, ამას ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ რუსთავი ორს ვერ ჩაიგდებთ ხელში. წერტილი.

რუსთავი ორი არის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების, სიტყვის თავიუფლების გარანტი და ჩვენ ამის დასაცავად დავდგებით ბოლომდე. პოლიტიკური პარტიები რა გზებს გამოიყენებენ ეს მათი ასარჩევი და პასუხისმგებლობის საკითხია. თუმცა მოვუწოდებ გაუფრთხილდნენ საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს“ - განაცხადა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42