„ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს და არ არსებობს თავისუფალი სივრცე. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ვერ იარსებებს ვერანაირი სანქცია ფარული მიყურადების შესახებ. ერთადერთი რის გამოც შეიძლება მისმენდნენ ეს არის 315 მუხლით აღძრული საქმე, რომელიც აღძრულია იმიტომ , რომ ლეგალიზება მოახდინონ ფარული მოსმენების. მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ არის ჩაწერილი უფრო ადრე ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა და განცხადება გაკეთდებოდა. ეს არის ჩანაწერი სასამართლო სხდომის შემდეგ სავარაუდოდ 19 ოქტომბერს.
პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი და მისი პოზიციები ჩემთვის საინტერესოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს. რაც შეეხება იმ გარემოებებს, ვადასტურებ რომკ სააკაშვილის აზრით სიტყვის თავისუფლება უმდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რაზხეც ის საუბრობს, ბარიკადირებით და კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვით. რამდენად გავიზიარე ეს დამოკიდებულება, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ და ნახოთ. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს პოლიტიკური ნება და ძალა ისე გადაწყვიტოს საკითხები, როგორც მას სურს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაახლოებით იგივე შინაარსის მესიჯები გამოუშვა ჩემთან საუბარში არ გამიკვირდება, რომ ეს საუბრებიც დაიდოს. არცერთი ოპოზიციური ლიდერი არ გამორიცხავს სროლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ჩვენი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში. გამომდინარე პოლიტიკური ტემპერამენტიდან რჩევები იყო განსხვავებული, ვყოფილიყავით ფრთხილად თუ გაგვეწია წინააღმდეგობა ბოლომდე. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვართ ტელევიზია, ჩვენი სიმპათიები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ განპირობებულია ჩვენი სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც ეფუძნება ურღვევ ფასეულობებს , ევროინტეგრაციულ პროცესებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვემსახურებით, რომელიმე პარტიის ხელისუფლებიდან წასვლას ან მოსვლას. რევოლუციურ თუ სხვა სცენარზე გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკოსები და არა მედია“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






