საკუთრებიდან გამოსახლების ახალი ინიციატივა საკუთრების უფლებას დაუსაბუთებლად ზღუდავს- TI
პოლიტიკა - 18:08, 29 Oct, 2015     1786

საკუთრებიდან გამოსახლების ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საკუთარ შენიშვნებს აქვეყნებს:

"27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი პაატა კიკნაველიძეა. პროექტი ცვლილებების შეტანას სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებში, ასევე „პოლიციის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონებში ითვალისწინებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2015 წლის 5 ივნისს, კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების შემდგომ, პირველად გამოეხმაურა ცვლილებებს და აღნიშნული ინიციატივა ნეგატიურად შეაფასა. ჩვენი შეფასება ასევე წარედგინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეუძლია პოლიციას მიმართოს. შემოთავაზებული ცვლილებით უქმდება სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე უძრავი ნივთების უკანონო/არამართლზომიერი მფლობელების გამოსახლების შესაძლებლობა. კანონპროექტის მეორე მოსმენისას ცვლილება შევიდა ინიცირებულ ვარიანტში და გამონაკლისის სახით შესაძლებელი ხდება გამოსახლება პოლიციის მეშვეობით თუკი სახეზეა ბინაში ან სხვა მფლობელობაში თვითნებური შეჭრის დასაბუთებული ვარაუდი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების საჭიროება გამოწვეულია არსებითი ხასიათის სამართლებრივი ხარვეზებით, რაც, ავტორის თქმით, ახასიათებს არასასამართლო, მათ შორის, საპოლიციო წესით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების ინსტიტუტს, რომელიც შემოღებულ იქნა და მოქმედებს 2007 წლიდან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები დაუსაბუთებლად ზღუდავს კანონიერი მესაკუთრის უფლებას. კანონპროექტის მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული მოქალაქეებისათვის. ვფიქრობთ, რომ ეს თავის მხრივ იქონიებს გავლენას ეკონომიკის ამ სექტორების განვითარებაზე, და გააუარესებს საქართველოს პოზიციებს შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უარყოფითი შედეგების რისკებს ვერ ამცირებს მეორე მოსმენის დროს განხორციელებული ცვლილებებიც."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42