კარსმომდგარი არჩევნები და ომი მედიის წინააღმდეგ - ინტერვიუ პაატა გაფრინდაშვილთან
პოლიტიკა - 18:27, 29 Oct, 2015     1707
,,რეფორმების ასოციაციის" დირექტორის მოადგილე, დიპლომატი პააატა გაფრინდაშვილი „ნიუპოსტისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს.

გაფრინდაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის აღქმა, რომელიც უცხოეთში არსებობს, გააქარწყლოს.

„ნიუპოსტი“: რუსთავი 2 - ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გაჩუმების მიზნით ხელისუფლების დაწყებულ ბრძოლად აფასებს. ხელისუფლება ჯიუტად აწვება პირველ ჩვენებას და ირწმუნება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ კარნახობს და ეს არის მხოლოდ ორ სუბიექტ შორის არსებული კერძო დავა. როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს პაატა გაფრინდაშვილი?

პაატა გაფრინდაშვილი: როგოორც თქვენ ახსენეთ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არის მისგან დისტანცირებული სასამართლო პროცესი ორ სუბიექტს შორის, თუმცა მას არ იზიარებს, რბილად რომ ვთქვათ ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების ფართო სპექტრი, არც ადგილობრივი საელჩოები, ევროკავშირი და აშშ. ზოგი მათგანი ღიად აფიქსირებს პოზიციას მაგალითად აშშ და ევროკავშირი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. ჩემი პირადი შეფასებით, სახეზე გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან.

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ „რუსთავი 2“- ის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკურ სარჩულს ატარებს?

- ბოლო წლებია, ჩვენი პარტნიორები აქტიურად საუბრობენ, რომ ქვეყანაში პოკლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითები გახშირდა. ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავი 2 -ს. უცხოური თანამეგობრობის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკური დევნის აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს.

კონკრეტულად „რ 2“- ის საქმე რომ განვიხილოთ, როგორც საუბრის დასაწყისში ახსენეთ, ეს არის რეზონანსული საქმე. ამიტომ ხომ შეიძლებოდა მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილება და საქმის განხილვა არა ერთი მოსამართლის, არამედ სამის მიერ?! მოსამართლეთა კოლეგიას უნდა განეხილა ეს საქმე, მით უფრო, რომ მაღალი ალბათობით მოსამართლე ურთმელიძე მიუკერძოებელი არ იქნება. ამ ეჭვების განეიტრალება სამი მოსამართლისგან შედგარი კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენით ხელს შეუწყობდა, თუმცა მოსამართლემ ეს საქმე არ აიცილა.

ეჭვს იწვევს მოსამართლის მიერ საქმის ფორსირებულად განხილვის საკითხიც. საქმის იურიდიულ საკითხებში შესვლა არ მინდა, კონკრეტულად საქმის კალეიდოსკოპური სისწრაფით განხილვაზე ვისუაბრებ. საქმე არის უაღრესად შრომატევადი, სიძველით გამოირჩევა. ასე რომ ბუნებრივია, დიდი დრო სჭირდება. მით უფრო იმ კონტექტსში, როცა ეს საქმე თავიდანვე იქცა პოლიტიკური კუთხით განხილვის საგნად. მაშინ როცა უბრალო, კომერციული დავების განხილვას 1 წელი მაინც სჭირდება, საქალაქო სამამართლომ სექტემბერ-ოქტომბერში მოასწრო საქმის განხილვა, მხარეთა მოსმენა და სავარაუდოდ განაჩენსაც მალე გამოიტანს.

- მოსამართლე ურთმელიძე საქმის ფორსირებულად განხილვას საზოგადოების მაღალ ინტერესს უკავშირებს...

- ეს განცხადება არ არის ჩემთვის ლიგიკური. სწორედ იმიტომ რომ საზოგადების ინტერესია ობიექტურობის დადგენა, არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვა საქმესთან დაკავშირებით. 9 სამუშაო დღეში 5 სხდომის ჩატარება ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს, ამას იურისტები ადასტურებენ.

- მედიის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საქმის ერთადერთი მოწმე, გლობალ ტვ-ისა და ქართუ ჯგუფის სკანდალური საქმეების ექსპერტიც იყო, დგება თუ არა ივანაშვილის სანდოობის საკითხი?

- ვინაიდან, ამ მოწმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. თუმცა დავუბრუნდები ზემოთ გაჟღერებულ მოსაზრებას, არ უნდა არსებობდეს არც ერთი კითხვის ნიშანი. როცა ამდენი საეჭვო დეტალია საჭიროა, ყველა კითხვას არგუმენტირებული, დასაბუთებული პასუხი გაეცეს. ჩემი ინფორმაციით, თვითონ ექსპერტიზის დასკვნაში წერია, სრულყოფილი დასკვნისთვის საჭირო იყო დამატებითი დოკუმენტები. როცა ივანაშვილს სასამართლოზე ჰკითხეს მიიღო თუ არა მან საჭირო დოკუმენტები, დაკითხვისას თქვა, რომ არა, ყველა საბუთი მას არ გააჩნია. მიღებული აქვს 1 თუ 2 საბუთი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვამბობ, რომ ყველა დეტალი კარგად უნდა იყოს შესწავლილი.

- შეტევა მედიაზე, ორადგაყოფილი სახელისუფლებო შტო, მინიშნებები პოლიტიკურ დევნაზე შეაფერხებს თუ არა ქვეყანაში არსებული დაძაბული გარემო ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პროცესს?

- ამ მოკლე კითხვით ძალიან საინტერესო და ბევრი რამ თქვით. ზოგადად, პრესის თავისუფლებაზე თუ ვიმსჯელებთ, ამ კუთხით არსებულ ხარვეზებზე ჩვენი პარტნიორები კარგა ხანია საუბრობენ. უკვე სათვალავი ამერია, იმ კრიტიკული წერილებისა, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თუ მაღალი რანგის ლიდერებიდან მიიღო. მკაცრი და მკაფიო განცხადება აქვს გაკეთებული ვაშინგტონს. განცხადება გააკეთა ევროკავშირმა, ევროსაბჭოს კრიტიკული რეზოლუციის გახსენებაც კმარა. ეუთოს პრესისა და მედიის თავისუფლების განცხადებაც ვიხილეთ. არაერთი განცხადება გაკეთდა ადგილობრივი არასამთავრობოების მხრიდან და რაც მთავარია, პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი მედიის თავისუფლებაზე. ყველა ეს განცხადება სხვადასხვა დეტალიზაციისაა, თუმცა შინაარსით ერთნაირია. განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ სიტუაცია დღითიდღე არასახარბიელო მდგომარეობაშია. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო პერსპექტივებს და კითხვის იმ ნაწილს, აზარალებს თუ არა ეს ფაქტორები ქვეყანას ჩემი პასუხი ასეთია: დიახ, ცალსახად აზარალებს. სხვათაშორის, ევროკავშირის განცხადებაში ეს ყველაფერი მოახლოებული არჩევნების კონტექსტშია განხილული. ასეთი ტიპის დინამიური განცხადებები, პერმანენტული შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითები იკვეთება, ადრე არ მახსენდება, თუ არ ჩავთვლით 2007 წლის მოვლენებს. მსგავსი განცხადებებით ადრე მიმართავდნენ ჩვენ მეზობელ თურქეთს, რუსეთს და ა.შ. როდესაც ჩვენს პარტნიორებში ასეთი შეხედულება ყალიბდება, არ შეიძლება რომ მას სრული იგნორით უპასუხო. ყოფილი პრემიერის განცხადებები, რომ „რა უნდა ვკითხო ევროპას, რა იცის ევროპამ ჩვენ ხომ უკეთ ვიცით ჩვენი საქმისა“, მსგავსი შეფასებები საბოლოო ჯამში ქვეყანას დააზარალებს. ივანიშვილის მსგავსი განცხადებებით გამოირჩევა მოქმედი პრემიერიც, რომ ის მიიღებს დასაბუთებულ კრიტიკას მეგობრებისგან. ეს არის ნაცრის შეყრა, მეტი არაფერი. თუ ასე გააგრძელა მთავრობამ კრიტიკაზე რეაგირება, ჩვენი დასავლელი მეგობრების განცხადებები კიდევ უფრო ხისტი გახდება.

- მე პრეზიდენტისა და პრემიერის რადიკალურ განცხადებებზეც გკითხეთ, სახელისუფლებო შტო ორ ბანაკად არის გაყოფილი, ამის პარალელურად , უკრაინული "wikileaks"-ზე მარგველაშვილის გვარიც გაჟღერდა, პროკურატურამ სამქე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრა, დაიკითხა ენმ-ს წევრი გიგა გბოკერია, რომელიც ფიგურირებს ამ წერილში, უნდა ველოდოთ თუ არა მარგველაშვილის დაკითხვას და ამ საბაბით მისი ინპიჩმენტის საკითხის დაწყენებას?

- პოლიტიკურ პლურალიზმში საგანგაშო არაფერია, განსხვავებით იმისა, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდში, ანუ პრემიერმა უარი თქვა კონსტიტუციის გარანტთან - პრეზიდენტთან დიალოგზე. მთავრობა არ საუბრობს გიორგი მარგველაშვილთან. მით უფრო მაშინ, როცა ხელისუფლება იწყებს გამოძიებას, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, აღიარებს რომ რაღაც პრობლემაა, მაგრამ არ საუბრობს მეორე შტოსთან, პრეზიდენტთან, რომელმაც გამოძიების დაწყებამდე გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანაში დაძაბულობის საშიშროება არსებობს. პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან დროული განცხადება, მოახდინა დროული ჩარევა. მან მოითხოვა დიალოგი, გამართა არაერთი შეხვედრა. ეს ცალსახად დადებითი მოვლენაა და როდესაც ამ პროცესში არ მონაწილეობს მხოლოდ ერთი პარტია და მისი ლიდერი, ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება.

რაც შეხება კითხვის მერე ნაწილს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, შეიძლება ამის სურვილი ვიღაცას ჰქონდეს. გულრწფელად არ მინდა კავშირი დავინახო, თუმცა კეთდება განცხადებები, მაგალითად 12 მწერლის მიერ, რომ პრეზიდენტის გადადგომა აუცილებელია.

- სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები დაემთხვა ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ სასამართლოებს. NDI-ის შედეგებს, სადაც კატასტროფული მაჩვენებელი აქვს მმართველ ძალას. ითქვა, რომ ეს კადრები სწორედ ამ შედეგების გადასაფარად გამოიყენეს. თანაც კადრები აჩვენებს ქალაქებში საჯაროდ. როგორია თქვენი რეაქცია?

- ცალსახად უარყოფითი. პირველი, მე შევუერთდები იმ პოზიციას, რომ ყველა ვინც მონაწილეობდა, გეგმავდა სექსუალური ძალადობის ამსახველ კადრებს, უნდა იყოს დასჯილი. რაც შეეხება კადრების გავრცელებას, მე შემთხვევითი დამთხვევების არ მჯერა. როდესაც ამ კადრებს დღისით უჩვენებენ სხვდასხვა ქალაქებში... იყო ჩვენება ზუგდიდში და აქ პირდაპირ ჩარეულები არიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე იყო მცდელობა, თბილისში ეჩვენებინათ ეს კადრები. ეს არის ცალსახად მიუღებელი და დაუშვებელი და სამწუხაროდ, ამ კადრების ჩვენების პირდაპირი ხელშეწყობა ხდება.

და ბოლოს, არა მარტო ჩემი, ყველას სურვილია, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები შენდებოდეს, ძლიერდებოდეს და არა პირიქით.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42