"როგორ არ უნდა დაწერო საკუთარი ბიოგრაფია"- დიპლომატი პრემიერის ბიოგრაფიის ხარვეზებზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:04, 29 Oct, 2015     3440
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიოგრაფიაში , რომელიც თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის დროს გამომსვლელთა ჩამონათვალს ახლდა თან, არსებულ უზუსტობაზე რამდენიმე დღის წინ „ნიუპოსტიც“ წერდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საზოგადოება „ივერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიპლომატი მამუკა კუდავაც, რომელმაც გარდა იმ „შეცდომისა“, რომ პრემიერი არჩეულ ლიდერადაა მოხსენიებული, აღნიშნულ ბიოგრაფიაში კიდევ რამდენიმე ხარვეზი აღმოაჩინა:

„როგორ არ უნდა დაწერო საკუთარი ბიოგრაფია

თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას დავესწარი ნატოს კვირეულის ფარგლებში. ყველას მონაწილეს თვალში მოგვხვდა გამომსვლელების ბიოგრაფიებში დაწერილი პრემიერ ღარიბაშვილის საოცარი ბიოგრაფია.

1. იწყება იმით, რომ თურმე „31 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა არჩეული ლიდერია“. ჯერ ერთი, ჩრდილო კორეის ლიდერი უფრო პატარაა. მეორეც, ახალგაზრდა ასაკის პრემიერობით ყელყელაობა ქვეყანას არასერიოზულ ელფერს აძლევს, რადგან ასეთ ახალგაზრდა ასაკში, როგორც წესი, მესამე მსოფლიოს ლიდერები (რომ არ ეკუთვნით) ხდებიან. და ბოლოს, რაც მთავარია, რომელი არჩეული ლიდერია ღარიბაშვილი? სწორედაც იმიტომ დაინიშნა ასეთი ახალგაზრდა პრემიერად, რომ ერთმა ადამიანმა აირჩია (პრეზიდენტს რომ აბრალებს, იმისგან განსხვავებით).

2. შემდეგ უწერია, რომ ხელი მოუწერია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისთვის. ბიოგრაფიაში ასეთი რამეები რომ არ იწერება, არ იცის? თუმცა, პრინციპში პრეზიდენტს რომ წაართვა ხელმოწერის უფლება, ამიტომ აუცილებლად კი უნდა ჩაეწერა ცხოვრების მთავარი მოვლენა!

3. კიდევ რამდენიმე უადგილო და თან ტყუილი ბელეტისტიკა წერია ბიოგრაფიაში, რაც წამკითხველს ღიმილს მოჰგვრის - „გაამყარა დემოკრატიული ინსტიტუტები“, „შექმნა მმართველობის სისტემა, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას“, „ოცნების მთავრობა ახორციელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა შექმნას 21-ე საუკუნის ეკონომიკა, რომელიც ეკუთვნის ყველა მოქალაქეს“, როგორც ივანიშვილის მთავრობის შსს მინისტრმა პოლიცია გაათავისუფლა პოლიტიკური ზეწოლისგან“.

4. დანარჩენ ბიოგრაფიაში კი ერთი წინადადებით წერია, რომ იკავებდა მაღალ თანამდებობებს ქართუ ბანკში. ეს კი უცხოელ წამკითხველებში სამართლიანად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ღარიბაშვილი სინამდვილეში არა ვუნდერკინდი პოილიტიკოსი, არამედ უბიოგრაფიო ხელდასხმული მარიონეტია.

საქართველოს მთავრობა . ბევრი ვერგაკეთებული საქმისთვის ერთი ცუდად გაკეთებული საქმე დაგიმატებიათ - პრემიერის ძალიან სამარცხვინო ბიოგრაფია დაგიწერიათ, რამაც უცხოელ კოლეგებში მხოლოდ ირონია გამოიწვია. ქვეყნის იმიჯზე ვზრუნავ და ამიტომ გირჩევთ - შეასწორეთ ბიოგრაფია მომავალში მაინც. შინაარსს და შელამაზებას თავი დაანებეთ. ბიოგრაფია არ არის ბავშვობისდროინდელი მე-მინდა-კოსმონავტი-გამოვიდე ტექსტი, უბრალოდ ჩამოწერეთ მის მიერ დაკავებული პოლიტიკური თუ ბიზნეს თანამდებობები, თარიღები და უნივერსიტეტში მიღებული დიპლომები, თუ საერთოდ დაამთავრა (მხოლოდ კურსზე დასწრება არ ითვლება).

პ.ს. არადა, როგორ ბრაზდებიან ხოლმე, უუნაროები რატომ ვართო?“- წერს მამუკა კუდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42