ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ციხის კადრებთან დაკავშირებით გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გასულ სიუჟეტს არ ენდობა.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"არ ვუყურებ „განსხვავებულ აქცენტებს“, არ ვენდობი ეკა კვესიტაძეს, არ ვუსმენ ელისო კილაძეს. „რუსთავი 2“ ავრცელებდა ამ ინფორმაციას თავიდანვე 2012 წელსაც, რომ ეს კადრები იყო დადგმული. მოუწოდებ პროკურატურას დაიწყონ გამოძიება, ხომ არ ავალებდა სააკაშვილი და ადეიშვილი ხალხის წამებას“, - განაცხადა კობახიძემ.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს ეკა კვესიტაძის გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტების“ მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძებლის კითხვაზე-"რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს:
"ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.
მასალის გამოყენების პირობები






