პრეზიდენტით უკმაყოფილო ნიკოლაიშვილი და დაძაბულობის ხელოვნურად გაზრდაზე საუბრობს
პოლიტიკა - 16:25, 29 Oct, 2015     1538
არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით დღეს პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა გაიმართა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება. შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება და „რუსთავი2“-ის საქმის ირგვლივ განვითარებული პროცესები იყო.

ქვეყანაში სიტუაციის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადასვლის საფრთხის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას არ ეთანხმება ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. როგოც ნიკოლაიშვილი აცხადებს, თუ დაძაბულობა ხელოვნურად თუ არ იქნება მასშტაბებში გაზრდილი, სიღრმეებში წასვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს:

„ვფიქრობ, რომ ეს დაძაბულობა ხელოვნურად თუ არ იქნება მასშტაბებში გაზრდილი, სიღრმეებში წასვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მით უმეტეს, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია.

სულ არ გამიკვირდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის დღევანდელი ხელმძღვანელობის სასარგებლოდ. როდესაც ბოლო დღეებში საზოგადოებისთვის საჯარო გახდა მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლები, რაზე დაობენ.

აქამდე იყო მხოლოდ პოლიტიკური მხარე. ახლა გავიგეთ, რომ თურმე არსებობს რაღაც ექსპერტიზის დასკვნა, რას ემყარება და ა.შ. ამაზე უნდა მიმდინარეობდეს სასამართლოში დავა და არა ის, რომ თუ მიიღებს „რუსთავი 2“-ის სასარგებლო გადაწყვეტილებას, არხის ხელმძღვანელობამ თქვას, რომ აი, ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, საზოგადოებამ დაგვიჭირა მხარი და მეორე მხრივ, თუ მათ საწინააღმდეგოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ თქვან, რომ აი, ხომ ვამბობდით, ჩვენს საწინააღმდეგოდ მიიღებდაო.

ეს დავა დღეს და ხვალ არ წყდება. ამას ნებისმიერი მხარე, წაგებული თუ მოგებული, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, შემდეგ - უზენაესში. ასე რომ, თვეების კი არა, შეიძლება წლების დავა იყოს. მაგრამ დაუყოვნებლივი აღსრულება ალბათ არ მოხდება და არც უნდა მოხდეს“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42