,,გაზპრომი“ და დივესიფიკაციის აღმოსავლეთ-დასავლეთის ვექტორი - პრეზიდენტის პოზიცია
პოლიტიკა - 16:24, 29 Oct, 2015     1565
,,გაზპრომთან“ დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ მთავრობა ფიქრობს დივრსიფიკაციაზე, ის თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს გეოსტრატეგიულ კურსთან

"ზოგადი აქსიომა ვიცით, რომ ენერგოდივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ მივუსადაგოთ ეს საკითხი ქართულ რეალობას და დავინახავთ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს. საქართველო არა უბრალოდ ენერგიის შემსყიდველი ქვეყანაა, არამედ საქართველო არის მისი გამტარებელი - ტრანზიტის ქვეყანაც. ტრანზიტის მიმართულება ძალიან ნათლადაა ჩამოყალიბებული კასპიიდან შავი ზღვისა და კასპიიდან ევროპისკენ. ასე რომ, ჩვენი ენერგოუსაფრთხოება თვისობრივად ამ ჭრილში განიხილება. დივერსიფიკაციის საკითხი დღესაც არ არის მომწოდებელზე მიბმული. ჩვენ იცით, რომ გვაქვს ჩრილოეთ-სამხრეთიდან სომხეთით გამავალი მილსადენიდან ტრანზიტის ნაწილი, რომელიც რჩება ქვეყანას, ხოლო აღმოსავლეთიდან-დასავლეთით მიმავალ ამ ენერგოგზაზე არ არის მხოლოდ ერთი მომწოდებელი, არამედ რამდენიმე. მაგრამ, თუ ჩვენ ვფიქრობთ მომავალ დივერსიფიკაციაზე, ისიც, ჩემი აზრით, თანხვედრი უნდა იყოს იმ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული კურსისა, რომელსაც ქვეყანა ავითარებს. ამ თვალსაზრისით, მე ძალიან ინტენსიურად ვურთიერთობ ჩვენ თურქმენ პარტნიორებთან და ევროპელ პარტნიორებთანაც. ჩვენ გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა ყირგიზებთანაც, ასე, რომ თუ დივერსიფიკაციაზეა საუბარი, არსებობს ძალიან საინტერესო დივერსიფიკაციის შესაძლებლობები, დივერსიფიკაციისა მოწოდების თვალსაზრისით, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო როლს და მეტიც, დაცულობას. ასე, რომ მე ენერგოპოლიტიკის დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ვექტორი უკვე განსაზღვრულია და ამ ვექტორის პარალელურად არსებობს მზარდი შესაძლებლობები იგივე დივერსიფიკაციის მიმართულებით. ეს ვექტორი არის აღმოსავლეთ-დასავლეთი ვექტორი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42