პრემიერის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა იმართება
პოლიტიკა - 16:09, 29 Oct, 2015     1078
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა იმართება.

მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ბიზნესგარემოზე გავლენის მქონე ძირითადი გამოწვევები და კერძო სექტორის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის გზები უნდა განიხილონ.

როგორც შეხვედრის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, EBRD-ის დახმარებით, მთავრობამ საინვესტიციო საბჭო შექმნა. პრემიერს მიაჩნია, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება მთავრობას, ასევე, ინვესტორებს, ბიზნესმენებს, არასამთავრობო სექტორს, რომ გაცვალონ იდეები, მოსაზრებები და გააუმჯობესონ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო.

„ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, რომ მოვისმინოთ თქვენგან მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ კიდევ უფრო მეტად ხელსაყრელი და მიმზიდველი გახდეს, საქართველოში ბიზნესგარემო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე, დღევანდელი შეხვედრის შესახებ, კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ინვესტორთა საბჭო ეს არის პლატფორმა, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ბიზნესსექტორი და ასევე, მთავრობა ერთად განიხილავენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნდა დაეხმაროს ქვეყანას, საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდაში, ინვესტიციების მოზიდვასა და უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნაში.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი, მათ შორის საპენსიო რეფორმის მიმართულება, სადაც ქუმსიშვილის თქმით, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი გააკეთებენ თავიანთ მოხსენებებს.

ინვესტორთა საბჭო 2015 წლის მაისში დაარსდა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან ეკონომიკური პროფილის მინისტრები, საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, ევროკავშირის, საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელი და სხვები.

დღევანდელ სხდომაზე ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42